ეკა ბესელია – მაიკ პენსისგან მოვისმინეთ ხელისუფლების 5 -წლიანი პერიოდის მაღალი შეფასება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტს მნიშვნელოვნად მიიჩნევს.
ეკა ბესელიას განცხადებით, უდაოდ შდამბეჭდავი იყო შინაარსით და და შეფასებებით ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი.
“აშშ-ს საქართველოსადმი ღია მყარი და შდამბეჭდავი მხარდაჭერის მომსწრე ვართ. ეს იყო ყველაძე ნათლად გაცხადებული დამოკიდებულების დემონსტრირება. ხელისუფლების 5 წლიანი პერიოდის ძალიან მაღალი შეფასება მოვისმინეთ. ვფიქრობ, არ დარჩა დემაგოგიის სივრცე. მნიშვნელოვანია, რომ პირველ ევროპულ ტურნეში შერჩეული იქნა საქართველო ვიცე-პრეზიდენტის მიერ. თუ გავითვალისწინებთ, რომ 6 თვეში ახალი ადმინისტრაციის არჩევიდან განხორციელდა – ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია, ღირებულია და ბოლო წლებში მიმდიბარე რეფორმები ღიად მხარდაჭერილია.
უდაოდ შდამბეჭდავი იყო შინაარსით და და შეფასებებით ვიცე პრეზიდენტის ვიზიტი. საქართველო დგას უთუოდ დიდი წარმატების გზაზე და ღირებულია ეს აღიარება”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები