თენგიზ ფხალაძე: პუტინის ჩასვლა ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსეთის ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელებაა

საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის თენგიზ ფხალაძის შეფასებით, ოკუპირებულ აფხაზეთში ვლადიმერ პუტინის ჩასვლა არის უპირველეს ყოვლისა იმ ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელება, რომელსაც რუსეთი ახორციელებს საქართველოსთან მიმართებაში. მისი თქმით, ეს არის მცდელობა, რუსეთმა მოახდინოს ისტორიული უსამართლობის ლეგიტიმაცია. „ეს არის მცდელობა, რუსეთმა მოახდინოს ლეგიტიმაცია ისტორიული უსამართლობის, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ეს არის სრულიად წაგებული ომი, რადგან საქართველოს არაღიარების პოლიტიკა არის ძალიან მტკიცე, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა არის ძალიან მტკიცე. შეიძლება ითქვას, რომ ეს ბრძოლა საქართველოს ნამდვილად მოგებული აქვს. როდესაც საუბარია მსგავსი ტიპის ქმედებებზე, ეს მხოლოდ და მხოლოდ ზიანს აყენებს პირველ რიგში რუსეთის ფედერაციის იმიჯს. რაც შეეხება ოკუპაციის თემატიკას და ფარული ანექსიის მცდელობებს , დარწმუნებული ვარ, ამ ბრძოლასაც საქართველო მოიგებს და ისტორიული სამართლიანობა აუცილებლად აღდგება.“,- განაცხადა თენგიზ ფხალაძემ. ცნობისთვის, 8 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას გეგმავს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები