„ამერიკის მოკავშირეობაზე საუბარმა მეტი სტიმული უნდა მისცეს საზოგადოებას, გაათმაგებული დინამიკით გააგრძელოს განვითარება“

„ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან გასული 5 წლის ხაზგასმით წარმატებულად მოხსენიება და ახალი პათოსით საუბარი მოკავშირეობაზე, გახლავთ “ქართული ოცნების” უდიდესი წარმატება და კიდევ მეტი სტიმული უნდა მისცეს ჩვენს საზოგადოებას“, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის ნათქვამი თითოეული წინადადება უმეტესწილად იყო საქართველოს საგარეო-პოლიტიკური და ზოგადად, საქმიანობის მიმართულების შეფასება. “ვიცე-პრეზიდენტმა პენსმა გაახმოვანა ახალი, ძალიან მკაფიო გზავნილები ჩვენი ქვეყნის მიმართ. მის მიერ გაკეთებული თითოეული წინადადება უმეტესწილად იყო ჩვენი საგარეო-პოლიტიკური და ზოგადად, საქმიანობის მიმართულების შეფასება. შტატების მხრიდან გასული 5 წლის ხაზგასმით წარმატებულად მოხსენიება და ახალი პათოსით საუბარი მოკავშირეობაზე, გახლავთ “ქართული ოცნების” უდიდესი წარმატება და პასუხი აქამდე დასმულ ყველა კითხვაზე, რამაც კიდევ მეტი სტიმული უნდა მისცეს ჩვენს საზოგადოებას და ხელისუფლებას, გაათმაგებული დინამიკით გავაგრძელოთ განვითარება, სწრაფვა ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ, დემოკრატიის, სწორი სახელმწიფო მოწყობის, მომავალი თაობების შეუდარებლად უკეთესი ცხოვრებისაკენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები