სენატორი მაკკეინი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებებს ეხმაურება

სენატორი ჯონ მაკკეინი ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის განცხადებებს დადებითად აფასებს.
“ყოჩაღ ვიცე-პრეზიდენტო საქართველოში! “პენსი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს”- წერს მაკკეინი Twitter-ზე.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მაიკ პენსმა განაცხადა – “დარწმუნებული ვარ, დადგება დღე, როდესაც თქვენი ქვეყანა თავისი ტერიტორიების დაბრუნებას აღნიშნავს”. პენსის თქმით, ის და დონალდ ტრამპი მტკიცედ უჭერენ მხარს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები