აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველო დატოვა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა საქართველო დატოვა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მოწვევით, მაიკ პენსი მეუღლესთან და დელეგაციასთან ერთად ორდღიანი ვიზიტით საქართველოს გუშინ ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პენსს მეუღლესთან ერთად ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.
დღეს ვიცე-პრეზიდენტი ოპოზიციური პარტიის ლიდერებს შეხვდა, მოგვიანებით კი გიორგი კვირიკაშვილთან ერთად პრესკონფერენცია გამართა.
ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოში ორდღიანი ვიზიტი შერეულ სამხედრო საავიაციო ბაზის ტერიტორიაზე დაასრულა, სადაც ღირსეული პარტნიორი 2017-ის სწავლებაში მონაწილე სამხედროებს მიესალმა.
მანამდე კი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს პატრიარქს შეხვდა.
მაიკ პენსის თვითმფრინავი რამდენიმე წუთის წინ აფრინდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები