„ხრუშჩოკების“ ჩანაცვლების ინიციატივა კარგი, დროული და საინტერესოა“
თბილისის მერი დავით ნარმანია „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის კახა კალაძის მხრიდან „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების ინიციატივას დადებითად აფასებს. როგორც მან განაცხადა, გენერალური გეგმის შესაბამისად, მისი გაუქმება ეტაპობრივად მოხდება.
„ხრუშჩოკების“ ჩანაცვლება ეტაპობრივად მიმდინარეობდა, თუმცა ერთიანი კომპლექსური მიდგომა და ხედვა, რომელიც არის „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის მხრიდან წარმოდგენილი, ძალიან მნიშვნელოვანია. გენერალური გეგმის მიხედვითაც, უბან-უბან უნდა მოხდეს ჩანაცვლება ერთიანი განაშენიანების რეგულირების მიხედვით, ასე რომ ინიციატივა კარგია, დროული და ვფიქრობ ძალიან საინტერესო”, -აღნიშნა ნარმანიამ.
შეგახსენებთ, რომ კახა კალაძემ რამდენიმე დღის წინ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ე.წ. ხრუშჩოვკების ეტაპობრივი ჩანაცვლების პროექტს ახლო მომავალში წარუდგენს თბილისელებს.