“ოკუპაციის პირობებში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის გზავნილები და მხარდაჭერა მნიშვნელოვანია”

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის გზავნილები და მხარდაჭერა არის უაღრესად მნიშვნელოვანი ჩვენთვის, იმ ქვეყნისთვის და ხალხისთვის, რომლის 20% და უფრო მეტი არის ოკუპირებული,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
წულუკიანმა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
,,ამერიკის შეერთებული შტატების და მით უმეტეს, ახალი ადმინისტრაციის მხარდაჭერა ჩვენს ამ მშვიდობიან გამაერთიანებელ სულისკვეთებაში, რომლის მიზანი არის დეოკუპაცია, რა თქმა უნდა, არის უძვირფასესი რისთვისაც თითოეული მოქალაქისგან მათ ამ მხარდაჭერისთვის ეკუთვნით მადლობა, თუმცა დეოკუპაცია და ქვეყნის განვითარება პირველ რიგში, საქართველოს სახელმწიფოს საქმეა მშვიდობიანი გზით, ინსტიტუტების გაძლიერებით და იმ დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობით, რომელ საქმეშიც საქართველოს მთავრობამ და ხალხმა დიდი ნაბიჯები გადადგა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში“, – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები