პრემიერი: საბოლოო მიზანი ნატოში გაწევრიანებაა და ჩვენ ამ რთულ გზას მივუყვებით

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საოკუპაციო ზოლთან არსებულ პრობლემებს მაიკ პენსთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა.
როგორც მან განაცხადა, საქართველოს რთულ გზას ადგას, რომელიც რეფორმების გატარებას გულისხმობს, საბოლოო მიზანი კი ნატოში გაწევრიანებაა.
”მე ვფიქრობ, რომ ძალიან ძლიერი მესიჯი გაჟღერდა. გზავნილი – ჩვენ თქვენს გვერდით ვართ, ყველაფრის მთქმელია. საქართველო ყოველდღიურ პროვოკაციებს აწყდება საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბორდერიზაციას, ქართველების გატაცებას, იმ ხალხის უფლებების ხელყოფას, რომელიც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ცხოვრობს. ამას ყოველდღიურად ვხედავთ, მაგრამ ეს ასევე გვმატებს ძალას, ერთგულებას იმ მიზნებისა, რომლებიც საკუთარ თავს დავუსახეთ – ნატო-სთან ინტეგრაცია არის პროცესი, რომელიც გახლავთ საქართველოში. რა თქმა უნდა, საბოლოო მიზანი ნატო-ში გაწევრიანებაა და ჩვენ ამ ძალზე რთულ გზას მივუყვებით, რომელიც გულისხმობს რეფორმების გატარებას, ინსტიტუციურ მშენებლობას. დამერწმუნეთ, თანმიმდევრული ნაბიჯებით შესაძლებელი გახდება მიღწეულ იქნას უმნიშვნელოვანესი მიზანი – უზრუნველყოფილ იქნას ხანგრძლივვადიანი სტაბილურობა”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები