აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი: რუსეთის ქმედებებს ჩვენ ვუპირისპირებთ ჩემს ვიზიტს

„რუსეთის ქმედებებს ჩვენ ვუპირისპირებთ ჩემს ვიზიტს, პრეზიდენტის მყარ პოზიციას, რომელიც ჩვენს მტკიცე ღირებულებებს ეხება”, – აღნიშნული განცხადება აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა.
პენსის თქმით, პრეზიდენტი ტრამპი უახლოეს პერიოდში ხელს მოაწერს ახალ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.
„ჩვენ რა თქმა უნდა, თავისებურად შეშფოთებულები ვიყავით და მოვისმინეთ შეშფოთება კონგრესის მხრიდან, რომ მოქნილობის ტრადიციული ელემენტები არ იყო ჩადებული, რადგან ეს გახლავთ ამერიკის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მიმართულება. თუმცაღა, გაიარა რა წარმომადგენელთა პალატა, უფრო დაიხვეწა აღნიშნული კანონპროექტი და ჩვენი აზრით, მოცემული კანონპროექტი არა მხოლოდ კანონის სახეს შესძენს სანქციებს რუსეთის წინაღმდეგ, რომელსაც ჩვენი ადმინისტრაცია მხარს უჭერს, არამედ კიდევ უფრო გააღრმავებს არსებულს და აშშ-ის პრეზიდენტს და სახელმწიფო დეპარტამენტს მისცემს შესაძლებლობას და მოქნილობის საშუალებას წარმართოს ამერიკის საგარეო პოლიტიკა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“,- განაცხადა პენსმა.
მისივე თქმით, სანქციების პაკეტზე პრეზიდენტისა და კონგრესის ხელმოწერა შეიძლება ჩაითვალოს, რომ პრეზიდენტიც და კონგრესიც ერთიანი პოზიციით გამოდიან.
როგორც ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რუსეთი კვლავ აგრძელებს ტერორიზმის მხარდამჭერი სახელმწიფოების მხარდაჭერას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები