„პრეზიდენტმა ტრამპმა გამაგზავნა, რათა ნათელი გზავნილი მიმეტანა – აშშ გვერდში უდგას მშვიდობისმოყვარე ქვეყნებს”

პრეზიდენტმა ტრამპმა გამაგზავნა ტურნეში, რათა ნათელი გზავნილი მიმეტანა ბალტიის ქვეყნებისთვის, საქართველოსა და მონტენეგროსთან, რომ აშშ გვერდში უდგას მშვიდობისმოყვარე ქვეყნებს, – ამის შესახებ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, აშშ საქართველოს მიმართ მხარდაჭერას არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ ქმედებებითაც ამტკიცებს.
„პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ამერიკული კონტინგენტი პოლონეთში, ბრიტანული კონტინგენტი, რომელსაც ესტონეთში შევხვდი, ეს კიდევ ერთხელ მატერიალურად თვალნათლივ ასახავს იმას, რომ ჩვენ ერთგულები ვართ ჩვენი ვალდებულებების მე-5 მუხლის მოთხოვნებით. 100 ათასიანი რუსული კონტინგენტის გადასროლა ნატოს საზღვრებთან წვრთნების ჩასატარებლად, გახლავთ კიდევ ერთხელ იმის დადასტურება, რამდენად მნიშვნელოვანია, ნატოს პარტნიორები ერთ პოზიციაზე იდგნენ. პრეზიდენტ ტრამპს და მე ღრმად გვწამს, რომ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის ქონა შესაძლებელია. როგორც პრეზიდენტმა ბრძანა, ამას მომავალი გვანახებს, მაგრამ მოლაპარაკებები მხარეებს შორის ყოველთვის იწყება თითოეული პარტნიორის პოზიციების აღიარებითა და პატივისცემით და იმ სანქციების, რომელსაც პრეზიდენტი ტრამპი ხელს მოაწერს. ამის მეშვეობით ჩვენი ქვეყანა ნათელ გზავნილს განახორციელებს ყველა ჩვენი მოკავშირის მისამართით, რომ რასაც ვაცხადებთ, ზუსტად იმას ვაკეთებთ“,- განაცხადა პენსმა.
მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან უკრაინის დესტაბილიზაცია, ტერორიზმის რეჟიმის მხარდაჭერა, როგორიცაა ირანი, ჩრდილოეთ კორეა, რა თქმა უნდა, ართულებს პროცესს.
თუმცა პენსის თქმით, აშშ- დარწმუნებულია რომ დიალოგი შედეგს მოიტანს.
„პრეზიდენტი ტრამპი თვლის, რომ თავის დროზე ამერიკის პოზიციის არა მკაფიო განცხადების გამო შეიქმნა ეს რეალობა, რადგან ამერიკა ავლებდა წითელ ხაზებს და რეალურად არ მიყვებოდა თავის განცხადებებს. ამან მისცა სხვა მხარეებს თავისებური სიგნალი, გაამხნევა ისინი, რომ ემოქმედათ. ჩვენ გამოვდივართ პრინციპიდან -მშვიდობა და სიტმკიცე ჩვენს ქვეყანაში. დარწმუნებულნი ვართ, რომ დიალოგი მოგვიტანს უკეთეს შედეგებს და ხანგრძლივი კონფლიქტების მოგვარების საშუალებას უკრაინაში, საქართველოში და მსოფლიოს სხვა რეგოინებში“,- აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები