ვენესუელაში მომხდარ დაპირისპირებას სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა

ვენესუელაში, საპროტესტო აქციაზე მომხდარ დაპირისპირებას სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ახალგაზრდული ფრთის ლიდერი, ერთი ეროვნული საბჭოს წევრობის კანდიდატი და ერთიც სამხედროა.
6 ადამიანი დაშავდა ყუმბარის აფეთქების შედეგად შტატ გუარიკოში, რომელიც მოტოციკლით მოძრავმა პირებმა, სკოლის შენობაში განთავსებულ საარჩევნო უბანზე შეაგდეს.
არჩევნებს ლეგიტიმურად არ ცნობს ოპოზიცია.
ოპოზიციური ძალების განცხადებით, საარჩევნო უბნებზე მოქალაქეთა 90 პროცენტი არ გამოცხადებულა, რის გამოც საარჩევნო კომისიამ უბნების დახურვა ერთი საათით გადაავადა.
ვენესუელის არჩევნებს ლეგიტიმურად არ ცნობენ მეზობელი ქვეყნები. მათ შორის არგენტინა, პერუ, მექსიკა და კოლუმბია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები