რუსთაველის გამზირზე მდებარე „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის ქირას ბაჩუკი ქარდავა იხდის (ვიდეო)

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსთაველის გამზირზე მდებარე “ნაციონალური მოძრაობის” ოფისის ქირas „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა იხდის. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალური მედიით ვრცელდება.
„ბაჩუკი ქარდავა დაგვთანხმდა, რომ ოფისი ჩვენთვის დაეთმო. ეს ოფისი შტაბი არ არის, ის, ძირითადად, სემინარებისთვის გამოიყენება. აქ ახალგაზრდები მოდიან და ძალიან ბევრი ცნობილი პოლიტიკოსი მათ სემინარებს უტარებს. ამ ოფისს სხვა დატვირთვა აქვს, ვიდრე შტაბს“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტისთვის მიცემულ კომენტარში.
კითხვაზე – იხდის თუ არა აღნიშნული ოფისის ქირას ბაჩუკი ქარდავა, ზაალ უდუმაშვილი პასუხობს, რომ ოფისის ქირავნობასთან დაკავშირებული “ტექნიკური საკითხები” მისთვის უცნობია.
„ტექნიკურად არ ვიცი ზუსტად როგორ არის“, – აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები