ხარაგაულში, სარკინიგზო გვირაბის ნაწილის ჩამონგრევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ხარაგაულში, სარკინიგზო გვირაბის ნაწილის ჩამონგრევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ ხარაგაულში, სოფელ ანეულასთან, სადაც სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა მიმდინარეობს, გუშინ ერთი ნაწილის ჩამონგრევის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები