მიხეილ სააკაშვილი: მე ჩემს თავს უკრაინელად ვგრძნობ

„პოროშენკოს დიდი იმედი აქვს, რომ მე ახლა დავწყნარდები და სხვა თემებზე გადავერთვები. მე ჩემს თავს უკრაინელად ვგრძნობ”, – ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „უკრაინსკაია პრავდასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„პოროშენკოს დიდი იმედი აქვს, რომ მე ახლა დავწყნარდები და სხვა თემებზე გადავერთვები. მე მან მითხრა, რომ არსად მაქვს წასასვლელი და უკრაინაში დავბორიალობ. მე ვიცი, საით წავიდე – მხოლოდ უკრაინაში! მე ვთქვი, რომ უკრაინაში ბრძოლას ბოლომდე მივიყვან! მე ჩემს თავს უკრაინელად ვგრძნობ“, – აღნიშნა სააკაშვილმა.
ამავე გამოცემასთან ინტერვიუში, სააკაშვილი ევროპარლამენტის ლიტველი დეპუტატისგან მისთვის ლიტვის მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე შემოთავაზებასაც გამოეხმაურა.
„მე ძალიან მიყვარს ლიტველები. ჩემი მეუღლე ჰოლანდიელია, მე ავტომატურად მაქვს უფლება ჰოლანდიის მოქალაქეობაზე. ჩემს შვილებსაც ქართულ პასპორტთან ერთად, ჰოლანდიის პასპორტიც აქვთ. მოქალაქეობის პრობლემა მე არ მაქვს, მაგრამ შეგნებულად არ ვაკეთებ ამას და არც გავაკეთებ, ვინაიდან მე მაქვს კონკრეტული მიზანი – მე უკრაინელი ხალხის წინაშე ვალდებულება ავიღე“, – დასძინა სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები