ისნის რაიონის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
დღეს, ისნის რაიონის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების სამუშაოებია.
„11:00-დან 14:00 საათამდე ისნის რაიონში შეზღუდვა შეეხება წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, მეტეხის, ჩეხოვის, ისნის და ფერიცვალების ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.