საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სახელმწიფო 18 ფაკულტეტს და 2000-მდე სტუდენტს აფინანსებს
ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სახელმწიფოს მიერ 100%-ით ფინანსდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატის შემდეგი აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამები:
· მშენებლობა – 480 ადგილი;
· ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია – 430 ადგილი;
· არქიტექტურა – 100 ადგილი;
· მათემატიკა – 50 ადგილი;
· საინჟინრო ფიზიკა – 100 ადგილი;
· აგრარული ტექნოლოგიები – 110 ადგილი;
· სასურსათო ტექნოლოგია – 230 ადგილი;
· სატყეოსაქმე – 50 ადგილი;
· აგროინჟინერია – 50 ადგილი;
· მეცხოველეობა – 30 ადგილი;
· აგრონომია – 40 ადგილი;
· ნიადაგისა და წყლის რესურსების ინჟინერია – 30 ადგილი;
· ქიმია – 50ადგილი;
· მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგია – 25 ადგილი;
· სამრეწველო ინჟინერია და ტექნოლოგია – 20 ადგილი;
· სამთო და გეოინჟინერია – 70 ადგილი;
· მეტალურგია – 15 ადგილი;
· მასალათმცოდნეობა – 20 ადგილი.