უკრაინის სასამართლომ კიევის ყოფილი მერის, ლეონიდ ჩერნოვეცკის დაკავების ნებართვა გასცა

 უკრაინის გენერალური პროკურატურის პრესმდივნის ინფორმაციით, უკრაინის სასამართლომ კიევის ყოფილი მერის, ლეონიდ ჩერნოვეცკის დაკავების ნებართვა გასცა. როგორც უკრაინის გენერალური პროკურატურის პრესმდივანი – ლარისა სარგანი აცხადებს, 2017 წლის 14 ივლისს, კიევის ყოფილ მერს, ლეონიდ ჩერნოვეცკის შეატყობინეს, რომ ის სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაშია ეჭვმიტანილი. მისივე თქმით, საუბარია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომელიც არასამართლებრივი სარგებლის მიღების მიზნით, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. „იქედან გამომდინარე, რომ ეჭვმიტანილი თავს არიდებს გამოძიებას და მისი ადგილსამყოფელი უცნობია, სასამართლომ მისი დაკავების ნებართვა გასცა“, – აღნიშნავს ლარისა სარგანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები