მერიის ზედამხედველობის სამსახური დიდუბეში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

 თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური, დიდუბეში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აკაკი წერეთლის გამზირზე N35-37-39 ში მდებარე ობიექტზე არქიტექტურის სამსახურის მიერ შპს ,,როიალ გროუფზე’’ 2016 წლის თებერვალში გაცემულ იქნა მშენებლობის ნებართვა.
მერიის ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოები დაიწყო რამდენიმე დღის წინ. ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტების მიერ 24.07.2017-ში გაფრთხილება მიეცა მშენებლობის დამკვეთს და დაევალა სანებართვო მოწმობით გათვალისწინებული პირობების შესრულება, ამიტომ პასუხისმგებლობა მშენებლობის დამკვეთს ეკისრება.
„აკაკი წერეთლის გამზირზე N35-37-39 ში მდებარე ობიექტზე არქიტექტურის სამსახურის მიერ შპს ,,როიალ გროუფზე’’ 2016 წლის თებერვალში გაცემულ იქნა მშენებლობის ნებართვა.
არსებული კანონმდებლობით და სანებართვო მოწმობით, მშენებლობის უსაფრთხოებაზე პასუხიმგებლობა ეკისრება მშენებლობის დამკვეთს –  შპს,,როიალ გროუფს’’. ობიექტი იყო გაჩერებული და არ მიმდინარეობდა მშენებლობა.
სამშენებლო სამუშაოები დაიწყო რამდენიმე დღის წინ. ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტების მიერ 24.07.2017-ში გაფრთხილება მიეცა მშენებლობის დამკვეთს და დაევალა სანებართვო მოწმობით გათვალისწინებული პირობების შესრულება – (მშენებლობის ორგანიზების პროექტის შესაბამისად, მშენებლობის (დემონტაჟის) განხორციელება, უსაფრთხოების ნორმების დაცვით. სამსახურის მიერ გაცემულია ოფიციალური აქტი (მითითება) და მიმდინარეობს საქმის წარმოება, სამშენებლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებით. აღნიშნულ საქმეზე დაწყებულია გამოძიება, რომელიც დაადგენს უბედური შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს“ , – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დიდუბეში, წერეთლის ქუჩის 35-37 ნომერში, იტალიურ ეზოში ავარიული კორპუსის დემონტაჟის დროს, კედელი ჩამოიშალა და მასში ოთხი მუშა მოჰყვა. ერთი ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები