შენობის დემონტაჟისას დაშავებული ერთ-ერთი მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა

დიდუბის რაიონში, შენობის დემონტაჟისას დაშავებული ერთ-ერთი მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა. როგორც „კვირას“ ალადაშვილის კლინიკის მიმღებ განყოფილებაში განუცხადეს, 31 წლის პაციენტს პოლიტრავმა აქვს მიღებული და ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
„პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა და მძიმე იმ მხრივ, რომ არის პოლიტრავმა: თავის ტრავმა, გულმკერდის დახურული ტრავმა, მუცლის დახურული ტრავმა. უტარდება გამოკვლევები და იმის მიხედვით დაისმება დიაგნოზი”,- განაცხადა ექიმმა გიორგი აფციაურმა.
შეგახსენებთ, რომ დიდუბეში, სახლის დემონტაჟის შედეგად, 32 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა. ცნობისათვის, მეორე მუშა, სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით, დიღმის მასივში, ე.წ.მიხაილოვის საავადმყოფოშია მოთავსებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები