წაღვერის ტყეში გაჩენილი ხანძრის გამო, მოსახლეობის ევაკუაცია არ იგეგმება – ცეცხლს ვერტმფრენითაც ებრძვიან

 წაღვერში, არჯევანიძის ტყეში გაჩენილი ხანძრის გამო, მოსახლეობის ევაკუაცია არ იგეგმება. როგორც „კვირას“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ტყეშია, დასახლებული პუნქტიდან 2 კმ-ითაა მოშორებული და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. მათივე თქმით, წაღვერის ტყეში გაჩენილი ხანძარს სახანძრო ბრიგადებთან ერთად, ცეცხლს ვერტმფრენითაც ებრძვიან. საგანგებო სიტუაციების სამსახურში ამბობენ, რომ ხანძარი სულ უფრო ძლიერდება. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო ბრიგადები, რომელთა რაოდენობა კიდევ გაიზრდება. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ხანძარი წაღვერის ტერიტორიაზე შერეული ტიპის ტყეს გაუჩნდა. პირველადი ინფორმაციით, ცეცხლმა ტყის მასივის დაახლოებით 1000 მეტრი უკვე გაანადგურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები