დიდუბის გამგებელი: სამშენებლო კომპანია ზედამხედველობის სამსახურს გაფრთხილებული ჰყავდა

 მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიების შემდეგ იქნება ობიექტური პასუხები, – ამის შესახებ დიდუბის გამგებელმა ირმა ზავრადაშვილმა დიდუბეში კორპუსის დემონტაჟის დროს კედლის ჩამონგრევასთან დაკავშირებით განაცხადა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა.
მისივე თქმით, ”როიალ გრუპმა” ბოლო გაფრთხილება უსაფრთხოების ნომრებთან დაკავშირებით 24 ივლისს მიიღო.
”მშენებლობას აწარმოებდა ”როიალ გრუპი”, რა თქმა უნდა, მერიის ნებართვით. ზედამხედველობის სამსახურს გაფრთხილებული ჰყავდა, რომ უსაფრთხოების ნორმები დაცული უნდა ყოფილიყო. ამ ორშაბათსაც არის გაფრთხილებული ”როიალ გრუპი”. მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიების შემდეგ იქნება ობიექტური პასუხები.
გარდაცვლილია ერთი და დაშავებულია სამი ადამიანი, რომლებიც გადაყვანილები არიან მიხაილოვისა და ალადაშვილის კლინიკებში“ , – განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები