NDI-ის მიერ გამოკითხულთა 62% მიიჩნევს, რომ საქართველო უნდა გაწევრიანდეს ევროკავშირში
NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 62% მიიჩნევს, რომ საქართველო უნდა გაწევრიანდეს ევროკავშირში, ხოლო გამოკითხულთა 23%-ს მიაჩნია, რომ საქართველო ევრაზიულ კავშირში უნდა გაწევრიანდეს.
კითხვაზე პასუხი არ იცის გამოკითხულთა 6%-მა, პასუხზე უარი 1%-მა განაცხადა, ხოლო 8% არც ევროკავშირში და არც ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მომხრე არ არის.
კვლევის საველე სამუშაოები 18 ივნისი – 9 ივლისის პერიოდში 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ჩატარდა. კვლევის ცდომილება +/- 2,2 %-ია.