როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
უახლოეს დღეებში, საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება. აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, 27 – 29 ივლისს, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 27 – 28 გრადუსს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 28 – 29 გრადუსს მიაღწევს.
დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა, 42 გრადუსსაც მიაღწიოს, მთაში და აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +35, +40 გრადუსია მოსალოდნელი.