გირგვლიანის მკვლელობიდან „ციანიდის საქმემდე“ – სკანდალური ინტერვიუ „იბერიაზე“
ვის აჩუქა ირინა ენუქიძემ შვილის საქორწინო ბეჭედი? – ამის შესახებ საზოგადოება დღეს, ტელეკომპანია „იბერიას“ გადაცემაში – „ინტერვიუ ვანიჩკასთან“ გაიგებს, რომელიც დღეს, საღამოს 21:30 საათზე დაიწყება.
ამასთან, როგორც გადაცემის ავტორი და პროდიუსერი, ვანო პავლიაშვილი ამბობს, გადაცემაში იმის შესახებაც იქნება საუბარი, თუ რა ფატალური კავშირი არსებობს სანდრო გირგვლიანის მკვლელობასა და „ციანიდის სკანდალს“ შორის.
მართალია, რესპონდენტის ვინაობა, ტრადიციულად, არც ამჯერად კონკრეტდება, მაგრამ პავლიაშვილის თქმით, მისი სტუმარი ბოლო დროის ყველაზე იდუმალი კრიმინალური ალგორითმის დღემდე უცნობ დეტალებზე ისაუბრებს.
შეგახსენებთ: „ინტერვიუ ვანიჩკასთან“ ტელეკომპანია „იბერიას“ ახალი პროექტია, რომელიც ეთერში ყოველ ოთხშაბათს, 21:30 საათზე გადის. გადაცემის სტუმარი უკვე არაერთი ცნობილი ადამიანი იყო, რომელთაც პირად თემებსა და პოლიტიკურ კულუარებზე საჯაროდ პირველად ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ ყველა ინტერვიუ ეთერში მონტაჟს გარეშე გადის.