ისლანდიაში დაკარგული 22 წლის ქართველის სამძებრო სამუშაოები კვირის ბოლოს კვლავ განახლდება

ისლანდიაში დაკარგული 22 წლის ქართველის, ნიკა ბეგაძის სამძებრო სამუშაოები კვირის ბოლოს კვლავ განახლდება.
ისლანდიის მედიის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქის ძებნის ოპერაცია გუშინ შეწყდა.
ამავე წყაროს ინფორმაციით, ამ დღეებში გაირკვევა, როდის გადაიდგმება ნიკა ბეგაძის ძებნის კუთხით შემდგომი ნაბიჯები.
მათივე ინფორმაციით, ნიკა ბეგაძე გასულ ოთხშაბათს გულფოსის ჩანჩქერში ჩავარდა, თუმცა როგორც „კვირას“ ოჯახის წევრებმა განუცხადეს, თვითმხილველებს ჩანჩქერში ჩავარდნილი ნიკა არ დაუნახავთ.
როგორც „კვირას“ დანიასა და ისლანდიაში საქართველოს ელჩმა, გიგი გეგიაძემ განუცხადა, საქართველოს მოქალაქის სამძებრო ღონისძიებები გუშინ შეწყდა და კვირის ბოლოს განახლდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები