დავით ნარმანია: სამშენებლო კომპანიები, ხშირ შემთხვევაში, დაუდევრად იქცევიან

თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ დიდ დიღომში მიმდინარე ერთ-ერთ მშენებლობაზე მუშის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მშენებლობებზე რეგულაციები აუცილებლად გასამკაცრებელია.
მისი თქმით, სამშენებლო კომპანიები, ხშირ შემთხვევაში, დაუდევრად იქცევიან.
“რეგულაციები აუცილებლად გასამკაცრებელია და ეს გათვალისწინებული იქნება მშენებლობის ახალი კანონმდებლობით, რომლის განხილვაც მიმდინარეობს. მანამდე არსებული რეგულაციების პირობებში, ქალაქის ზედამხედველობის სამსახური უზრუნველყოფს იმას, რომ მშენებლობის ობიექტზე მინიმალურად აუცილებელი უსაფრთხოების ნორმები დაცული იყოს, ობიექტს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ბადეები ჰქონდეს და ხარაჩოები შესაბამისად აწყობილი იყოს. თუმცა, სამწუხაროა ის, რომ კომპანიები, ხშირ შემთხვევაში, დაუდევრად იქცევიან. შესაბამისი საკითხები დარეგულირებული და მოწესრიგებული არ არის. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიები მათ მიერ დასაქმებულის ინტერესებს გაუფრთხილდნენ”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები