დავით ნარმანია: ოპოზიციას, 3 წელზე მეტია, ეჭვები აწუხებს და არ ასვენებს

“ოპოზიციას, 3 წელზე მეტია, ეჭვები აწუხებს და არ ასვენებს, განსაკუთრებით საბიუჯეტო ცვლილებების დროს”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, მერია ბიუჯეტის 4 მილიონით გაზრდით, წინასაარჩევნოდ მოსახლეობის კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობს.
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ბიუჯეტის 4 მილიონი ლარით გაზრდა თვითმმართველობის მომავალ არჩევნებს არ უკავშირდება.
”ოპოზიციას, 3 წელზე მეტია, ეჭვები აწუხებს და არ ასვენებს, განსაკუთრებით საბიუჯეტო ცვლილებების დროს. ძალიან სამწუხაროა ის, რომ გვერდნახევრიან საბიუჯეტო ცვლილებებში ისინი ვერ გაერკვნენ, რასთან გვაქვს საქმე. ჯამურად, ჩვენ იმაზე მეტს არ დავხარჯავთ, ვიდრე ეს იყო წინა წელს, ასე რომ, ეს ცვლილებები არჩევნებთან კავშირში არ არის”, – განაცხადა ნარმანიამ.
თბილისის საკრებულო 4 მილიონი ლარით თბილისის ბიუჯეტის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები