ჯაბა სამუშია: მე მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, ცოტა გაერკვნენ საკუთარ განცხადებებში

“ჩვენი ოპონენტები გვსაყვედურობდნენ ჯანდაცვის მიმართულებით, რატომა არ იყო მეტი თანხა, დღეს კი გაზრდილ თანხებზე აქვთ პრეტენზიები”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ჯაბა სამუშიამ განაცხადა.
სამუშია ოპონენტებს განცხადებების გაკეთებამდე დაფიქრებას ურჩევს. იგი უსაფუძვლოს უწოდებს იმ ბრალდებებს, რაც ბიუჯეტის დაგეგმვასთან დაკავშირებით საკრებულოს ოპოზიციური ფრთისგან ისმის.
„მე მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, ცოტა გაერკვნენ საკუთარ განცხადებებში. ისინი ხშირად გვსაყვედურობდნენ, რომ ბიუჯეტში სოციალური პროგრამებისთვის არ იყო საკმარისი თანხა, დღეს კი დაგვძახიან, რომ თურმე წინასაარჩევნოდ, პიარის მიზნით, გავზარდეთ. საკრებულო ბიუჯეტის ცვლილებებს დღესვე განიხილავს“, -განაცხადა ჯაბა სამუშიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები