გიორგი კვირიკაშვილი ისრაელის პრეზიდენტს ხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ისრაელის პრეზიდენტს, რუვენ რივლინს ხვდება. შეხვედრის დაწყებამდე, მხარეებმა მედიას ერთობლივი განცხადებით მიმართეს. როგორც ისრაელის პრეზიდენტმა აღნიშნა, ისრაელი-საქართველოს ურთიერთობა ერებს შორის მეგობრობაა.
“ისრაელი-საქართველოს ურთიერთობა არ არის მხოლოდ თანამშრომლობა ორ სახელმწიფოს შორის, ესაა მეგობრობა ერებს შორის. ყოველწლიურად ისრაელს საქართველოს 100 ათასზე მეტი მოქალაქე სტუმრობს, საქართველოში კი ამავე რაოდენობის ისრაელელი ჩადის”, – განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმა.
გიორგი კვირიკაშვილმა პრეზიდენტ რივლინს თბილისში რამდენიმე თვის წინანდელი ვიზიტისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
“საქართველოსა და ისრაელის წინაშე ერთნაირი გამოწვევები დგას, ჩვენ ბევრი რამ გვაქვს საერთო”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები