დიღმის გასხვისებული ტყე-პარკის ნაწილი ქალაქს უბრუნდება

თბილისის მერიაში გამართულ ბრიფინგზე დავით ნარმანიამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია გააჟღერა.
კერძოდ, თბილისის მერის განცხადებით, დიღმის გასხვისებული ტყე-პარკის ნაწილი ქალაქს უბრუნდება. საუბარია 10 000 მ² მიწის ნაკვეთზე. თბილისის მერის თქმით, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, კერძო მესაკუთრესთან რთული მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და საბოლოოდ, საკითხი ქალაქისთვის სასიკეთოდ გადაწყდა.
„ამით, ფაქტობრივად, მე შევასრულე ჩემი კიდევ ერთი წინასაარჩევნო დაპირება და დავიწყე დიღმის ტყე-პარკის გამოსყიდვის პროცესი, რათა ეს სივრცე დაუბრუნდეს ქალაქს, დაუბრუნდეს თბილისს და თბილისელებს! გამოსყიდულ მიწის ნაკვეთზე, უახლოეს პერიოდში, საშემოდგომო გამწვანების ღონისძიებები განხორციელდება!
აქვე გეტყვით, რომ დასრულების ფაზაშია ტყე-პარკის 16 400 მ2 მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობის საკითხიც,“ – აღნიშნა თბილისის მერმა.
“აღსანიშნავია რომ, გარდა დიღმის ტყე-პარკისა, საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, თბილისის მერიამ წლების განმავლობაში უკანონოდ გასხვისებული არაერთი ტერიტორია დაუბრუნა ქალაქს საზოგადოებრივი სივრცის სახით, ჯამში, 9 489 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი, მათ შორის: სკვერი ყაზბეგის გამზირზე, ტერიტორია შავი ზღვისა და აწყურის ქუჩების გადაკვეთაზე (განხორციელდა ბენზინგასამართი სადგურის დემონტაჟი და მოეწყო სკვერი) და სხვა”, -აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები