ეკა ბესელია: შეკრების და მანიფესტაციების დროს იარაღით მისვლა დაუშვებელია

საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ოთო კობახიძის აქციაზე იარაღით მისვლის ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კანონი აქციებზე იარაღით მისვლას კრძალავს.
როგორც მან განაცხადა, სხვა საკითხია, თუ რა რეაგირება მოჰყვება აღნიშნულ ფაქტს.
“შეკრების და მანიფესტაციების დროს, დაუშვებელია იარაღით მისვლა. ის იურისტია, პარლამენტის წევრია და ბუნებრივია, კანონი იცის. ოთო კახიძემ კანონი დაარღვია, მე ამის იქით განსჯაში არ შევალ. დანარჩენი არის უკვე შემდეგი საკითხი, თუ რა ტიპის რეაგირება შეიძლება მოყვეს ამ ფაქტს”, – განაცხადა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები