გია ვოლსკი: ვფიქრობ, რომ ვეტო უნდა დავძლიოთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი თვლის, რომ პრეზიდენტის ვეტო დაძლეული  უნდა იქნეს.
გია ვოლსკის თქმით, კომიტეტების მხრიდან საკითხის განხილვა საგანგებო მნიშვნელობისაა.
“ვფიქრობ, რომ ვეტო უნდა დავძლიოთ, იმიტომ, რომ წინა დღეებში, ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ ამ საკითხის ავკარგიანობაზე. ერთი მხრიდან და მეორე მხრიდან, არ მგონია, პოზიციები შეიცვალოს, მაგრამ კომიტეტების განხილვა არის საგანგებო მნიშვნელობის: ჯერ ერთი, იმიტომ, რომ დამატებითი ინფორმაცია იქნეს მიწოდებული და მეორეც, სიღრმისეულად იქნეს საკითხი შესწავლილი. იქნებ რამეში ვცდებოდეთ”, – განაცხადა უმრავლესობის წარმომადგენელმა.
ცნობისთვის, პრეზიდენტის მოტივირებული წერილის განხილვები პარლამენტში დღეიდან იწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები