საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრსა“ და კომპანია „ლუკაჩოდ“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

 საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრსა“ და კომპანია „ლუკაჩოს“ შორისურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანია  სტუდენტების პროფესიული მომზადების ხელშეწყობა, კვალიფიციური კადრების აღზრდა და სამომავლო დასაქმება, მხარეთა თანამშრომლობით, დუალური პროფესიული სწავლების მოდელის დანერგვა და განვითარება, „დურგლის“ და „ხის მხატვრული დამუშავების სპეციალისტის“ პროფესიებში.
კომპანია გამოთქვამს მზადყოფნას სასწავლებლის პროფესიული სტუდენტები  მატერიალურ-ტექნიკური ბაზით , სადემონსტრაციო სასწავლო მასალებით უზრუნველყოს და  შესაბამის პრაქტიკული სწავლება გაატაროს.
კომპანია „ლუკაჩო“ 2002 წელს დაარსდა და თავისი საქმიანობა საოფისე ავეჯის წარმოებით დაიწყო. ის იყო პირველი ფირმა საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს თავისივე საამქროებში დამზადებულ სამზარეულოს ინვენტარს სთავაზობდა.
ამჟამად “ლუკაჩო” მომხმარებელს საერთაშორისო სტანდარტებით დამზადებულ მრავალი დასახელების საქონელს სთავაზობს: თანამედროვე საოჯახო, საოფისე და სასტუმრო ავეჯი, სამზარეულოები, მხატვრული ავეჯი, ხის კარ-ფანჯარა, თანამედროვე სტილის მსუბუქი შიდა კარები, ე. წ. “ამერიკული კარები”, სამზარეულო და სხვა სახის ავეჯი შეღებილი ფასადებით.
იხილეთ ფოტოალბომი   https://www.facebook.com/spectri/posts/1584495334907701
R



კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები