“უფლებადამცველობა არც მოდის აყოლაა და არც ზემოდან მიღებული ბრძანებების შესრულება” – ნანა კაკაბაძე ქალთა უფლებადამცველებს ადანაშაულებს

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე ქალთა უფლებების დამცველ აქტივისტებს მიმართავს და მათ უფლებადაცვით საკითხებში შერჩევით და გამორჩენის მიზნით ჩართვაში ადანაშაულებს.
„უფლებადამცველობა არც მოდის აყოლაა და არც ზემოდან მიღებული ბრძანებების თუ მითითებების შესრულება. რატომღაც ეს სიტყვები მახსენდება ხოლმე, როდესაც ჩვენი გამოჩენილი „უფლებადამცველები“ მაშინვე აიტაცებენ ხოლმე მომგებიან, მოდურ თემებს და ისეთ ყიჟინას დასცემენ, რომ მათმა დამფინანსებლებმა უკეთ დაინახონ, ვინ არის უფრო მეტად „თანამედროვე“, „ღირებულებების დამცველი“ და ა. შ. თუ ასე თავგამოდებულები იცავთ ყველა ქალის უფლებებს, დაწყებული მაგდა პაპიძით და დამთავრებული თათია დოლიძით, რატომ ერთხელ არ გაგახსენდათ შორენა თეთრუაშვილის უფლებების დაცვა, ეჭვი გეპარებათ თუ არ იცით, რომ ისიც ქალია? თუ ის, თქვენი გაგებით, ბნელეთის ინსტიტუტის (ეკლესიის) წარმომადგენელია და მისი დაცვის მითითება თქვენი დამფინანსებლებისგან არ მიგიღიათ? ნამდვილი უფლებადამცველები მოდურ კი არა, ყოველთვის არაპოპულარულ და სახიფათო თემებს ეჭიდებოდნენ და მუდამ დევნის ობიექტებს წარმოადგენდნენ”,- განაცხადა ნანა კაკაბაძემ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
უფლებადამცველი 19 ივლისს ჩატარებულ „ქალთა სოლიდარობის მარშსაც“ ეხმაურება.
„დღეს ყველაზე აქტუალური ქალების დაცვის თემაა. „სწორედ ქართული ტრადიციაა ქალის ჩაგვრა, დაშინება, მუქარა, ძალადობა და ა. შ. ჰოდა, ეს მახინჯი ტრადიცია უნდა შევცვალოთ სწორედ!”- აცხადებს მნინია კაკაბაძე.
კაკაბაძისთვის მიუღებელია განცხადება, თითქოს ქალთა დაუმორჩილებლობა მხოლოდ ახლა იწყება.
„ქალების დაუმორჩილებლობა იწყება!“ – გვეუბნება მათი „ანტიმარშული“ აქციის მთავარი ტრანსპარანტი. ე. ი. აქამდე ქალები საქართველოში დამორჩილებულები ვყოფილვართ. მორჩილი და მონური ბუნების ადამიანი ყველა დროში მონა და მორჩილი იქნება, მონა ხომ მხოლოდ კარგ ბატონზე ოცნებობს და არა თავისუფლებაზე, ხოლო თავისუფალი ადამიანი, ქალი თუ კაცი, ყველგან და ყოველთვის თავისუფალია. ასე იყო კომუნისტების დროს, ასე იყო მანამდეც და მას შემდეგაც და ასე იქნება მუდამ”,- აღნიშნავს ნანა კაკაბაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები