ბენიემინ ნეთანიაჰუ: ორივე ქვეყანას დაცული და პროგრესზე ორიენტირებული მომავალი სურს

„ორივე ქვეყანას დაცული და პროგრესზე ორიენტირებული მომავალი სურს. ჩვენს სახელმწიფოებს ბუნებრივი ადამიანური ურთიერთსიმპათიაც აკავშირებთ,  ეს განპირობებულია, როგორც ისრაელში მცხოვრებ ქართველთა წვლილით, ასევე, საერთო სიმპათიებითა და ერთმანეთის კულტურის ღრმა პატივისცემით“, – ამის შესახებ ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა, ბენიემინ ნეთანიაჰუმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრამდე მედიისთვის გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა.
„პრემიერ-მინისტრო, თქვენი აქ, იერუსალიმში ხილვა ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა. კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება. ქართულ-ებრაული ისტორიის 2600 წელი გვაკავშირებს – ასი ათასობით ებრაელი საქართველოდან ამჟამად აქ ცხოვრობს. მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, მათი დიდი ნაწილი, მათ შორის, აქ დამსწრე პირები, ჩემს გულითად მეგობრად მოვიხსენიო. ორივე ქვეყანას დაცული და პროგრესზე ორიენტირებული მომავალი სურს. ჩვენს სახელმწიფოებს ბუნებრივი ადამიანური ურთიერთსიმპათიაც აკავშირებთ – ეს განპირობებულია როგორც ისრაელში მცხოვრებ ქართველთა წვლილით, ასევე, საერთო სიმპათიებითა და ერთმანეთის კულტურის ღრმა პატივისცემით. მიმაჩნია, რომ თითოეული ჩვენგანი მნიშვნელოვანი საფრთხის წინაშე იმყოფება – აქ წარმოდგენილი ორივე მხარე ერთნაირადაა შეშფოთებული სირიაში მიმდინარე მოვლენების გარეგანი ეფექტებით, რამაც სხვა, კონფლიქტში ნაკლებად ჩართულ ქვეყნებზეც შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს. ისლამური ტერორის დასამარცხებლად, თანამშრომლობა გვმართებს. ვგეგმავთ, გავზარდოთ არსებული თანამშრომლობა უსაფრთხოების, ჯანდაცვის და სხვა ისეთი სფეროების ფარგლებში, რომლებიც მოსახლეობას უკეთეს და უფრო უსაფრთხო ცხოვრების პირობებს შეუქმნის. საქართველოში ვიზიტის შემდეგ, მე მოსახლეობის ნიჭით, მეგობრული განწყობით, ისრაელის მოქალაქეთა მიმართ განსაკუთრებული სითბოთი გაოცებული დავრჩი. ჩვენ მსოფლიოს რთულ წერტილებში გვიწევს მუშაობა, თუმცა ჩვენ ვართ მცირე ქვეყნები დიდი მომავლით. მიმაჩნია, რომ ჩვენს ერებს, თანამშრომლობის შედეგად, უკეთესი მომავლის შექმნა შეგვიძლია. სწორედ ამ განწყობით მინდა მოგესალმოთ აქ, იერუსალიმში“, – განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა, ბენიემინ ნეთანიაჰუმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები