გიორგი აბაშიშვილი პრეზიდენტის ვეტოზე: მოტივირებული შენიშვნებით მივიღებთ უკეთეს კანონმდებლობას

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით, თვლის, რომ მითითებული შენიშვნები მოტივირებული და ღირებულია.
აბაშიშვილმა აღნიშნა, რომ ბევრი საინტერესო მოსაზრებაა, რომლებიც პოლიტიკური პარტიებისგან და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან გამოითქვა.
”პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ დეპუტატები მართლაც გულდასმით გაეცნონ მოტივირებულ შენიშვნებს. კარგი იქნებოდა, ეს აქამდე არსებულ ვეტოებზეც მომხდარიყო, მაგრამ არა უშავს, ახლა არის შესაძლებლობა, რომ დეპუტატები ჩაუღრმავდნენ მოტივირებულ შენიშვნებს. იქ არის მართლაც ძალიან ბევრი, ძალიან საინტერესო მოსაზრება, რომლებიც გამოთქმული იყო მათ შორის, პოლიტიკური პარტიებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან და სფეროს ექსპერტებისგან. ძალიან ღირებული შენიშვნებია და ვფიქრობ, აღნიშნული მოტივირებული შენიშვნებით მხოლოდ მოიგებს საქართველოს პარლამენტი და მივიღებთ უკეთეს კანონმდებლობას. მე ამის იმედი მაქვს”, – განაცხადა აბაშიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები