კობა კობალაძე: ტერიტორიული მთლიანობის გარდა, სხვა სასაუბრო თემა რუსეთთან არ გვაქვს

„რუსეთთან ურთიერთობაში არსებობს კონკრეტული წითელი ხაზი, რომელიც ჩვენი ქვეყნის 20%-მდე ტერიტორიების ოკუპირებაში გამოიხატება. იმ დღიდან, რაც ქვეყანა დამოუკიდებელია, რუსეთის სიახლოვის განცდა არასდროს მოგვშორებია. ეს არამარტო იმ თვალსაზისით, რომ ის მეზობელია. რუსეთი არის შემსრულებელი, დამკვეთი თუ საფუძვლის ჩამყრელი იმის, რომ საქართველოში არსებობდეს არა მხოლოდ რისკფაქტორები, არამედ ეჭვქვეშ იდგეს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხი“,- აღნიშნულის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, კობა კობალაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა.
კობალაძის შეფასებით, რუსეთსა და საქართველოს შორის საუბრის ერთადერთი თემა, დღესდღეობით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაა, რომელიც მხარეებმა არა ვიწროპარტიულ, არამედ სახელმწიფო ჭრილში უნდა განიხილონ.
„ჩემი, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი მოქალაქის აზრით, ალბათ, დროა, პრობლემას დავუდგეთ სახით და არა ზურგით, რადგან ჩვენზე უკეთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ვერავინ დაიცავს. ამ შემთხვევაში, ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებს მეტი შესაძლებლობა ექნებათ, ისაუბრონ ამ საკითხზე. ტერიტორიული მთლიანობის გარდა, სხვა სასაუბრო თემა ჩვენ რუსეთთან ამ ეტაპზე არ გვაქვს. ეს უნდა იყოს ჩვენი საუბრის ქვაკუთხედი. ამჟამად მე ვერც მათი ჩამოსვლის და ვერც ჩვენი ჩასვლის ეფექტიანობას ვერ ვხედავ. ეს არ უნდა იყოს კონკრეტული პარტიებისა თუ პირების გადასაწყვეტი. ეს სახელმწიფოს ხედვა უნდა იყოს“, – განმარტავს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები