ეკა ბესელია: ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება იყოს დაცული

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ეკა ბესელიამ გუშინ, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე ჩატარებულ აქციებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ გაცილებით უფრო გონივრული მოქმედებებია საჭირო და არა მსგავსი ქმედებები.
როგორც ბესელიამ აღნიშნა, ხელისუფლებამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება უნდა უზრუნველყოს.
„რაც შეეხება შინაარსს, აქ მეც და ალბათ, სხვა პოლიტიკოსებსაც, გვაქვს პოზიცია, მოგვწონს თუ არა შინაარსი, რასაც ასეთი ტიპის გამოსვლები ემსახურება. ზოგადად, მგონია, რომ ეს უფრო პროვოკაციულ ხასიათს ატარებს და სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, გაცილებით უფრო გონივრული მოქმედებებია საჭირო და არა მსგავსი ქმედებები. მე შინაარსის განსჯაში უფრო მეტად არ შევალ. ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება იყოს დაცული“, – განაცხადა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები