გიორგი გახარია: ყოფილა ბევრი შემთხვევა, როდესაც ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, შესაბამისი კომპანია დაჯარიმებულა

ხდება თუ არა იმის კონტროლი, რამდენად ასრულებს ესა თუ ის კომპანია სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში აღებულ საინვესტიციო ვალდებულებებს? – ამ საკითხთან დაკავშირებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ თუ კონკრეტული აქტივი სახელმწიფო საკუთრებიდან რაიმე ვალდებულებით გადაეცემა კონკრეტულ იურიდიულ პირს, ამ შემთხვევაში, ამ ვალდებულებების შესრულების კონტროლი ხდება. მისივე თქმით, ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, შესაბამისი კომპანია ან დაჯარიმებულა, ან შესაბამისი უძრავი ქონება ჩამორთმევია.
,,თუ კონკრეტული აქტივი სახელმწიფო საკუთრებიდან რაიმე ვალდებულებით გადაეცემა კონკრეტულ იურიდიულ პირს, რა თქმა უნდა, ხდება ამ ვალდებულებების შესრულების კონტროლი. ყოფილა ბევრი შემთხვევა, როდესაც ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, შესაბამისი კომპანია ან დაჯარიმებულა, ან შესაბამისი უძრავი ქონება ჩამორთმევია. რა თქმა უნდა, ასეთი კონტროლი ხორციელდება. შესაბამისად, თუ სახელმწიფო რაიმე აქტივს გადასცემს კონკრეტულ იურიდიულ პირს, გარკვეული ვალდებულებების სანაცვლოდ, რა თქმა უნდა, მათი შესრულება კონტროლდება”, – განაცხადა გახარიამ.
რაც შეეხება კომპანია,,კონტრაქტ ვიჟენს”, მინისტრის განცხადებით, მას აქტივი უკვე ჩამოერთვა და ეს არის სახელმწიფოს საკუთრებაში.
,,მას საბანკო გარანტია, რომელიც ამ ვალდებულებების შესრულებისთვის ჰქონდა შემოტანილი, ჩამოეჭრა სახელმწიფოს სასარგებლოდ”, – განაცხადა გახარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები