დიმიტრი ქუმსიშვილი: ფისკალური რეფორმების 6 თვის შედეგების მიხედვით, მაისში, წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 120 მლნ ლარის რესურსი დარჩა

“კომპანიებში ფისკალური რეფორმების 6 თვის შედეგების მიხედვით, მაისში, წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 120 მლნ ლარის რესურსი დარჩა კომპანიებში”, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, 2017 წლის პირველ კვარტალში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტრუქტურა სექტორების მიხედვით შემდეგია: ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა – 39%; ენერგეტიკა – 13%; მშენებლობა – 10% ფინანსური სექტორი – 8%; დამამუშავებელი მრეწველობა – 7%; სასტუმრო და რესტორნები – 6.7%; უძრავი ქონება – 4%; სხვა სექტორები – 12% .
ძირითადი საექსპორტო ბაზრები: ევროკავშირი – 27%; რუსეთი – 9.8%; თურქეთი – 8.2%; ჩინეთი – 8.0%; ბულგარეთი – 7.9%; აზერბაიჯანი – 7.3%; სომხეთი – 7.1%; გერმანია – 4%; სხვა ქვეყნები – 47.7%. უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები საქართველოს ექსპორტში სპილენძი – 15%; ფეროშენადნობი – 8%;თხილი – 8%; ავტომობილები – 8%; ღვინო – 5%; მედიკამენტები – 5%; სპირტიანი სასმელები – 4%; სხვა – 46%.

პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა, საბიუჯეტო შემოსავლების დინამიკაზე და აღნიშნა, რომ იანვარ-ივნისში ნაერთი ბიუჯეტში გადასახადების სახით მობილიზებულია 4, 748 მლნ ლარი, ზრდამ წინა წელთან შედარებით შეადგინა 14.2% გადასახდელებმა შეადგინა – 5,841 მლნ ლარი, ზრდა წინა წელთან – 11.7%.
ფისკალური რეფორმების 6 თვის შედეგების მიხედვით, მაისში (პირველი სავადო), წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 120 მლნ ლარის რესურსი დარჩა კომპანიებში. ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარების მიმართულებით, ნაერთი ბიუჯეტიდან კაპიტალურ ხარჯებზე მიიმართა 1 143.8 მლნ ლარი, რაც გასული წლის მაჩვენებელს 269.7 მლნ ლარით (30.9 პროცენტით) აღემატება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები