მიხეილ ჯანელიძე: “ამბასადორიალის” ფარგლებში, ჩვენს ელჩებს ახალ კონცეფციას წარვუდგენთ

საქართველოს ვიცე პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ”ამბასადორიალი 2017”-ის დასკვნითი ღონისძიების დაწყებამდე, ჟურნალისტებთან საუბრისას, განაცხადა, რომ კომერციული ატაშეების ჩართულობით, ქართული მხარე ისეთ ნაბიჯებს გადადგამს, რომლებიც ექსპორტის გაზრდას შეუწყობს ხელს. მისივე თქმით, დღეს განიხილება რეფორმა, რომლის მიხედვითაც, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს და საინვესტიციო სააგენტოს გაერთიანებით, გაძლიერდა კერძო სექტორთან თანამშრომლობის შესაძლებლობები.
”დღევანდელი “ამბასადორიალის” ფარგლებში, ჩვენს ელჩებს წარვუდგენთ ახალ კონცეფციას, ე.წ. საექსპორტო სავაჭრო სამკუთხედის შესახებ, რომელიც ეფუძნება სამი ინსტიტუტის – ეკონომიკის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და საპარტნიორო ფონდის თანამშრომლობას. ეკონომიკის სამინისტროს ფარგლებში, განიხილება რეფორმა, რომლის მიხედვითაც მეწარმეობის განვითარების სააგენტოს და საინვესტიციო სააგენტოს გაერთიანებით, გაძლიერდა კერძო სექტორთან თანამშრომლობის შესაძლებლობები. სწორედ ამ სამი ინსტიტუტის თანამშრომლობით და კომერციული ატაშეების ჩართულობით, ჩვენ გადავდგამთ ნაბიჯებს ქართული ექსპორტის კიდევ უფრო გაზრდის კუთხით, ასევე, ინვესტიციების და ტექნოლოგიების შემოტანის მიმართულებით”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. ცნობისთვის, “ამბასადორიალი 2017”-ის მეოთხე სამუშაო დღე შპს ”ჯეოკეპში” მიმდინარეობს, რომელიც პროგრამის – ”აწარმოე საქართველოში” ფარგლებში დაფინანსდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები