ილია ელოშვილი: გაზის ტარიფი კიდევ გადაიხედება, თუმცა მატებისკენ თუ კლებისკენ ჯერჯერობით უცნობია

ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი გაზის ტარიფის ზრდას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გამორიცხული არაა გაზის ტარიფი კვლავ გადაიხედოს, თუმცა მატებისკენ თუ კლებისკენ, ეს ჯერჯერობით უცნობია.
მისივე თქმით, ტარიფის მატება ინვესტიციების ზრდამ გამოიწვია. როგორც მან აღნიშნა, 2007 წლიდან გაზის ტარიფი არ გადახედილა, რამაც აბონენტების მატება გამოიწვია.
„სატარიფო ცვლილება განაპირობა იმ ინვესტიციებმა, რომელიც განხორციელდა 2007 წლიდან დღემდე. 2007 წლიდან ფაზის ტარიფი ფაქტობრივად არ გადახედილა, შესაბამისად, გაორმაგებულია აბონენტთა რაოდენობა. უამრავი ინვესტიცია ჩაიდო სექტორში, შეიცვალა გარემო, შეიცვალა ლარის კურსი – ყველაფერმა ამან იმოქმედა, ტარიფმაც განიცადა ცვლილება. ტარიფები კიდევ აუცილებლად გადაიხედება, მაგრამ ზრდისკენ თუ კლებისკენ, ამ ეტაპზე, შეუძლებელია თქმა. ეს დამოკიდებული იქნება იმ ფაქტორებზე, რომლებიც არის გათვალისწინებული მეთოლოგიაში ტარიფის დათვლის დროს“, – განაცხადა ილია ელოშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გაზის სამომხმარებლო ტარიფი გაიზარდა. თბილისში ბუნებრივი აირი დაახლოებით ნახევარი თეთრით გაძვირდა, რეგიონებში კი ტარიფმა 2-დან 15 თეთრის ფარგლებში მოიმატა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები