დიმიტრი ქუმსიშვილი: 6 თვის შედეგების მიხედვით, წლის ბოლოს 4%-ზე მეტ ეკონომიკურ ზრდას ველოდებით

“6 თვის შედეგების მიხედვით, პოზიტიური შედეგები გვაქვს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მიმართულებით” – ამის შესახებ  პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა – ეკონომიკურ კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში ეკონომიკურმა ზრდამ 4.5%-ი შეადგინა. იანვარში მშპ-ს ზრდა იყო 5.2%, თებერვალში – 4.4%, მარტში – 5.3%, აპრილში 2.1%, მაისში კი 5.3%
„აღნიშნული ტენდენციის გათვალისწინებით, წლის ბოლომდე, ჩვენ ველოდებით 4%-ზე მეტ ეკონომიკურ ზრდას,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ფინანსთა მინისტრის განცხადებით, 2017 წლის პირველ კვარტალში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობამ 605 ათასი შეადგინა (ზრდა, გასულ წელთან შედარებით, 4,7%-ი). გამოშვებამ 7,5 მლრდ ლარი, ხოლო ზრდამ 16.1% შეადგინა, საწარმოთა ბრუნვა არის 15,2 მლრდ ლარი, რაც  19.1%-იანი ზრდაა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ბიზნესსექტორში 27 ათასი ადამიანით მეტი დასაქმდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები