დიმიტრი ქუმსიშვილი სლოვაკეთის დელეგაციას შეხვდა

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სლოვაკეთის ელჩს საქართველოში, რუდოლფ მიხალკასა და სლოვაკეთის დელეგაციას შეხვდა, რომლის შემადგენლობაშიც  სლოვაკეთის “ექსიმ ბანკის” გენერალური დირექტორი დუშან კეკეტი შედიოდა.
შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოსა და სლოვაკეთის წარმატებული თანამშრომლობის მრავალწლიანი ისტორია. აგრეთვე, საუბარი წარიმართა ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის დიდ პოტენციალზე, რომელიც ქვეყნებს შორის არსებობს, მათ შორის, ვაჭრობის, ტურიზმისა და სლოვაკეთის მიერ ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით.
სლოვაკურმა მხარემ სრული მზადყოფნა გამოხატა კონკრეტული საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერის მხრივ, რომელიც  შესაძლებელია, საქართველოში სლოვაკეთის მთავრობისა და “ექსიმ ბანკის” მხარდაჭერით განხორციელდეს.
შეხვედრის დასასრულს, კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ მხარეები ხელს შეუწყობენ ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რომელიც გაზრდის და განავითარებს თანამშრომლობას საქართველოსა და სლოვაკეთს შორის.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და სლოვაკეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი ნოდარ გიორგაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები