„ჩვენ უკვე ვყალიბდებით იმ მიმართულებებზე, თუ როგორ უნდა მოვემზადოთ ალიანსის შემდგომი სამიტისთვის“

ამბასადორიალის ფარგლებში, ნატოში საქართველოს ელჩმა, ალექსანდრე მაისურაძემ ნატოს შემდგომი სამიტთან დაკავშირებულ გეგმებზე ისაუბრა.
მისი თქმით, უკვე ყალიბდება მოსამზადებელი მიმართულებები, რათა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, განხორციელებული რეფორმები შესაბამისად და ადეკვატურად იქნას ასახული ალიანსის გადაწყვეტილებებში
როგორც ალექსანდრე მაისურაძემ აღნიშნა, ამბასადორიალის ფარგლებში, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ პანელზე ძალიან საინტერესო დისკუსია შედგა, როგორც ევროპული, ისე ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით.
„ჩვენ განვიხილეთ გასული წელი, მიღწევები. დინამიკა არის ძალიან მაღალი. საქართველოში შედგა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი, ქვეყანას ეწვია ნატოს სამხედრო კომიტეტი. ეს არის, როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული მხარდაჭერის ძალიან სერიოზული დემონსტრირება. ჩვენ ასევე ვყალიბდებით უკვე იმ მიმართულებებზე, თუ როგორ უნდა მოვემზადოთ ალიანსის შემდგომი სამიტისთვის, რათა ჩვენს მიერ მიღწეული პროგრესი, განხორციელებული რეფორმები შესაბამისად და ადეკვატურად იქნას ასახული ალიანსის გადაწყვეტილებებში“, – განაცხადა ალექსანდრე მაისურაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები