„შეუძლებლად მიმაჩნია ოფიციალური ფორმატის გარდა, რაიმე სახის კავშირი დავამყაროთ მოსკოვთან, ვიდრე იარსებებს ე.წ. საელჩოები ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში”

თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ლეონიდ კალაშნიკოვის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოფიციალური ფორმატის გარდა, მოსკოვთან რაიმე სახის კავშირის დამყარება  შეუძლებელია.
მისივე თქმით, ეს არ მოხდება ვიდრე ე.წ. საელჩოები იარსებებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
“მე შეუძლებლად მიმაჩნია რაიმე სახის ოფიციალური, გარდა იმ საერთაშორისო ფორმატებისა, რაც არსებობს, კავშირი დავამყაროთ მოსკოვთან, ვიდრე იარსებებს ე.წ. საელჩოები ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, სანამ ჩვენ მკაფიოდ არ შეგვექმნება სურათი, რომ რუსეთი მზადაა დეოკუპაციისთვის და ამისთვის საჭიროებს მოლაპარაკებებს”, – განაცხადა სესიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის დუმაში დსთ-ის ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ლეონიდ კალაშნიკოვის განცხადებით, რუსი დეპუტატების დელეგაცია საქართველოში 10-წლიანი პაუზის შემდეგ ჩავა იმ ქართველ კოლეგებთან სასაუბროდ, რომლებიც შეხვედრის ინიციატორები იყვნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები