პროკურორი: საპატრიარქოს კლინიკის დირექტორის მოადგილემ დაადასტურა, რომ დეკანოზი შორენა თეთრუაშვილისადმი ნეგატიურად იყო განწყობილი

“შორენა თეთრუაშვილი იყო ერთ-ერთი, ვინც პატრიარქს მოახსენა, რომ დეკანოზის თანამდებობა არ იყო შესაფერისი საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსის პოზიციისთვის”, – ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორმა, ზვიად გუბელაძემ განაცხადა.
პროკურორის თქმით, სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა დეკანოზმა, რომ შორენა თეთრუაშვილი მის კარიერულ წინსვლას ხელის უშლიდა.
ამასთან, გუბელაძის განმარტებით, საპატრიარქოს კლინიკის დირექტორის მოადგილემ დაადასტურა, რომ დეკანოზს ცუდი ურთიერთობა ჰქონდა შორენა თეთრუაშვილთან და ბრალდებული მის მიმართ ნეგატიურად იყო განწყობილი.
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის ინფორმაციით კი მეუფე დიმიტრის დაკითხვის შედეგად, გამოირიცხა გამოძიების ის ვერსია, რომ დეკანოზის კარიერული წინსვლის ხელის შემშლელი შორენა თეთრუაშვილი იყო.
როგორც ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა აღნიშნა, მეუფე დიმიტრიმ ცალსახად განაცხადა, რომ კარიერული წინსვლის გადაწყვეტილებას მღვდელმთავრები და პირადად პატრიარქი იღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები