თურქეთში, ავარიის შედეგად დაშავებული ქართველი გარდაიცვალა

თურქეთში, ავარიის შედეგად დაშავებული ქართველი, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ექიმის განცხადებით, მამაკაცს  ძლიერი სისხლჩაქცევები განუვითარდა, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია.
დაახლოებით სამოცი წლის მამაკაცი, რომელიც ოპერატორია, ბულგარეთში ანსამბლთან ერთად მიემგზავრებოდა.
თურქეთში ავტობუსი, რომელსაც ქართული ცეკვის ანსამბლ „ლამპრების“ წევრები გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევა გირესუნის მახლობლად (120 კმ. ტრაპიზონიდან და 320 კმ. სარფიდან) მოხდა.
ავარიის შედეგად, 38 ადამიანი დაშავდა.
გარდაცვლილის გადმოსვენების პროცედურები დაწყებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები