ადვოკატი: თუკი ბრალდების მხარე ვერ მოახერხებს სოსო ოხანაშვილის სასამართლოში წარმოდგენას, დაცვის მხარე ეცდება მის დაკითხვას

ე.წ. ციანიდის საქმეზე პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი შესაძლებელია, დისტანციური წესით დაიკითხოს. ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, სულხან კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე ინფორმაციით, თუკი ბრალდების მხარე სოსო ოხანაშვილის გერმანიიდან თბილისში ჩამოყვანას ვერ უზრუნველყოფს, მაშინ სოსო ოხანაშვილი სასამართლოში „სკაიპის“ საშუალებით დაიკითხება. როგორც მან აღნიშნა, ბრალდების მხარეს ჰქონდა შუამდგომლობა, ოხანაშვილის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენების გამოკვლევის თაობაზე, თუმცა დაცვის მხარესთან კომუნიკაციის შემდეგ აღნიშნული შუამდგომლობა ვერ დააყენა.
“სოსო ოხანაშვილი არის როგორც ბრალდების, ასევე, დაცვის მხარის მოწმე. თუ ბრალდება ვერ მოახერხებს მის დაკითხვას და გამოიკვლევს მხოლოდ მის ჩვენებას, ამ შემთხვევაში, დაცვის მხარე ეცდება მის დაკითხვას, მათ შორის „სკაიპის“ საშუალებით”, – განაცხადა კობახიძემ და აქვე დასძინა, რომ დეკანოზის ადვოკატებს ოხანაშვილის ოჯახთან კომუნიკაცია ჯერჯერობით არ ჰქონიათ, თუმცა მათთვის ცნობილია, რომ პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი გერმანიაში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები