“ჯეოსელი” საგანგებო განცხადებას ავრცელებს

„ჯეოსელის“ ქსელში დაგეგმილი გეგმიური სამუშაოების გამო, შესაძლოა აბონენტებს ღამის საათებში შეფერხებები შეექმნათ.
ამის შესახებ „ჯეოსელის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„ჯეოსელის“ ქსელში გრძელდება გეგმიური სამუშაოები, როგორც მთელი ქვეყნის, ასევე, კონკრეტული რეგიონის მასშტაბით. აღნიშნული სამუშაოების მიზანია აბონენტთა განსაკუთრებული მომსახურების და შეთავაზებების უზრუნველყოფა. გეგმიური ტექნიკური ინიციატივები მოიცავს ხმოვან და ინტერნეტსერვისებს. სამუშაოები დაიწყება ღამის საათებში, 02:00-დან და გასტანს დილის 04:00 საათამდე, რაც არ გამოიწვევს ხარვეზს ქსელის მუშაობისას აღნიშნული პერიოდის განმავლობაში. მოსალოდნელია მხოლოდ მცირე, პერიოდული შეფერხებები საერთო ჯამში, 30-დან 120 წუთამდე. ჩვენი მიზანია აღნიშნულმა სამუშაოებმა მინიმალური დისკომფორტი გამოიწვიოს. ამიტომ გეგმიური ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება მხოლოდ ღამის საათებში. ჩვენს მომხმარებელს გვინდა წინასწარ ბოდიში მოვუხადოთ შესაძლო დისკომფორტისთვის. დაგეგმილი სამუშაოების განრიგი: 19 ივლისი, 02:00 – 04:00: ხმოვანი და ინტერნეტმომსახურების სამუშაოები სამეგრელოში, ცაიშის რეგიონალურ საბაზო სადგურზე, რომელიც მოიცავს შემდეგ ლოკაციებს: მუხური, ორულუ, ჭითაწყარი, ოფაჩხაფუ, ხეთა, ზუგდიდისა და ხობის ცალკეული რაიონები, ანაკლიის იუსტიციის სახლისა და ინგირის რკინიგზის ოფისის მიმდებარე ტერიტორიები. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია აბონენტთა კომფორტი. დაგეგმილი სამუშაოები მიზნად ისახავს საუკეთესო მომსახურების უზრუნველყოფას მომხმარებლისთვის. ჩვენი ტექნიკური სამსახური უზრუნველყოფს სამუშაოების შეუფერხებლად ჩატარებას“, -აცხადებენ კომპანიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები